Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Politecnico di Milano
 
Politecnico di Milano

18 აპრილი, 12:00-დან 16:00 საათამდე

უნივერსიტეტის წარმომადგენელთან შესახვედრად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე:

https://us05web.zoom.us/j/87281728463?pwd=ajlDM1JwSXYzNGtqWVBON1lxaHBhUT09

Meeting ID: 872 8172 8463

Passcode: 998259

 

 

უნივერსიტეტი დაარსდა 1863 წელს და წარმოადგენს ევროპის ყველაზე გამორჩეულ ტექნიკურ უნივერსიტეტს. იტალიაში აღნიშნული უნივერსიტეტი საუკეთესო სასწავლებლად არის მიჩნეული, ევროპაში 10 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის არის დასახელებლი, ხოლო მსოფლიოში 50 საუკეთესო ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის.

უნივერსიტეტს აქვს 7 კამპუსი, რომელიც მდებარეობს მილანში და სხვა ახლომდებარე ქალაქებში.

მილანი იტალიის ეკონომიკისა და ფინანსების ცენტრია; ეს არის ინოვაციების, დიზაინის, მოდის და სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების ქალაქი იტალიაში.

უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სპორტულ დარბაზებს, სტუდენტურ ასოციაციებს, კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებს და ა.შ.

ჩვენ გვაქვს ორწლიანი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით.

ასევე, ჩვენი ყველა სადოქტორო პროგრამა ისწავლება სრულად ინგლისურ ენაზე. დოქტორანტებს შესაძლებლობა აქვთ ითანამშრომლონ საუკეთესო კვლევით ჯგუფებთან როგორც იტალიაში, ასევე საზღვარგარეთ.

სტიპენდიები

უნივერსიტეტი საუკეთესო საერთაშორისო სტუდენტებს ყოველწლიურად სთავაზობს სტიპენდიებს.

ჩვენი კურსდამთავრებულები საკმაოდ მარტივად პოულობენ სამსახურებს, ზოგიერთ შემთხვევაში უნივერსიტეტის დამთავრებამდეც.

იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტთან დაკავშირებისას შეგექმნათ ტექნიკური პრობლემა გთხოვთ, მიწეროთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს:

Skype: polinternational