Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ტრეინინგ ცენტრები > კავკასიის ადვოკატთა სკოლა – CLS
 
კავკასიის ადვოკატთა სკოლა – CLS

ჩვენს შესახებ:
„კავკასიის ადვოკატთა სკოლა ClS“ დაფუძნდა 2012 წლის 10 ოქტომბერს. დღემდე სკოლის ორგანიზებით გაიმართა არაერთი ღონისძიება განგრძობადი იურიდიული განათლების ხელისშეწყობის მიზნით. ClS-მა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის პერიოდულად ატარებს უფასო აკრედიტირებულ ტრენინგებს, როგორც თბილისში ისე დასავლეთ საქართველოში, რომელებიც გაიარა 200-მდე ადვოკატმა.

სამოქალაქო სამართლის და სისხლის სამართლის სკოლები:
„კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS“ გახლავთ რეალურად პირველი და ერთადერთი ადვოკატთა სკოლა, რომელიც ახდენს როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატთა მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. CLS -ში ჩამოყალიბდა სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის სკოლები. სკოლები ანხორციელებენ შესაბამის 3 თვიან კომლექსურ ძირითად პროგრამებს ადვოკატის საპროცესო უნარ-ჩვევებში, რომლებიც ორიენტირებული არიან მოამზადონ შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი ადვოკატები, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სპეციალიზაციის, შრომის ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში დამოუკიდებლად თავის დასამკვიდრებლად, რისი გარანტიც გახლავთ სამართლის დარგებში საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოცდილებაზე დაფუძნებული ჩვენი ორგანიზაციის სასწავლო პროგრამა და ის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ტრენერები პრაქტიკოსი ადვოკატების, ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესურისა,  მოსამართლეთა და პროკურორთა სახით, რომლებიც წარმართავენ CLS სასწავლო პროცესს.

სტაჟირება:
პროგრამების დასრულების შემდგომ გათვალისწინებულია სტაჟირება ცნობილ საადვოკატო ფირმებში და თბილისის მერიის  „თბილისელების ადვოკატი“-ს  სამსახურში.

ინფრასტრუქტურა:
CLS -ში სწავლა  გააჩნია ევროსტანდარტების შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები, საპრეზენტაციო დარბაზები და ბიბლიოთეკა.

აკრედიტაცია:
CLS ერთადერთი ქართული ორგანიზაციაა, რომელსაც  2013 წლის 28 თებერვალს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ორგანიზაციული (ინსტიტუციონალური) აკრედიტაცია.

სერთიფიკატი:
სკოლის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელები გაივლიან სტაჟირებას. სკოლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა CLS -ს სერთიფიკატი.

კრედიტები სტუდენტებისათვის:
სტუდენტებს სკოლის გავლა ჩაეთვლებათ სამართლის კლინიკად და სტაჟირებად და  უნივერსიტეტებში მიენიჭებათ შესაბამისი კრედიტები (თუ ეს კომპონტები გათვალისწინებულია შესაბამის უნივერსიტეტში.). 

სასწავლო კურსები:
გარდა 3 თვიანი ძირითადი პროგრამებისა CLS ასევე ატარებს ასევე სასწავლო კურსებს სხვადასხვა უნარ-ჩვევებში, რომლის გავლის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

პარტნიორები:
„კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS“-ს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განგრძობადი იურიდიული განათლების ხელისშეწყობის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, თბილისის მერიის თბილისელების ადვოკატის სამსახურთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და „წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტთან“. ასევე იგეგმება მემორანდუმების გაფორმება სხვა უნივერსიტეტებთან და სახელმწიფო ორგანიზაციებთან.

აქცია სწავლა 0 % განვადებით:
„კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS“ მსმენელებს სთავაზობს აქციას ბანკებთან თანაშრომლობის ფარგლებში, რომელიც საშუალებას იძლევა სკოლის მსმენელებმა ხელმისაწვდომ ფასად ხელსაყრელი პირობებით ისწავლონ სკოლაში ნებისმიერ პროგრამაზე 24 თვემდე რეალურად 0 % (უპროცენტო) განვადებით.

მიმდინარეობს რეგისტრაცია!

CLS – გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად