ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო-სესია – 4.05.2014 თბილისი
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო–სესია – 4.05.2014 თბილისი
2014 წლის 4 მაისს, Edu-Guide.Ge-ს და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართა ინფო-სესია თბილისში, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა საშუალება მიეღო დეტალური ინფორმაცია ამ უნივერსიტეტში სწავლის, სტიპენდიებისა და უფასო პროგრამების შესახებ. ინფო-სესია გაიმართა, ბიზნეს ცენტრ დიდუბე პლაზაში.
ინფო-სესიის მიმდინარეობის განმავლობაში, უნივერსტიტეტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს პრეზენტაცია ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში არსებული 23 სხვადასხვა პროგრამის შესახებ (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო). ასევე ისაუბრეს ესტონეთში ცხოვრებასა და სწავლის პირობებზე და იმ სტიპენდიებსა და უფასო პროგრამებზე, რასაც ეს უნივერსიტეტი სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველებს ჰქონდათ საშუალება შეევსოთ უნივერსიტეტის აპლიკაცია, დაემოწმებინათ საჭირო ოფიციალური საბუთები, დაეწერათ უნივერსიტეტის ინგლისური ენის ტესტი და გადაეხადათ აპლიკაციის საფასური.
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო–სესიის ფოტო გალერეა: