Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, study abroud ტურიბას უნივერსიტეტის საინფორმაციო დღე – 27.10.2015 თბილისი – Edu-Guide.Ge – შენი განათლების გზამკვლევი ! ტურიბას უნივერსიტეტის საინფორმაციო დღე – 27.10.2015 თბილისი – Edu-Guide.Ge – შენი განათლების გზამკვლევი !


ტურიბას უნივერსიტეტის საინფორმაციო დღე – 27.10.2015 თბილისი

ტურიბას უნივერსიტეტის საინფორმაციო დღე – 27.10.2015 თბილისი

 

2015 წლის 27 ოქტომბერს,  Edu-Guide.Ge-ს და ტურიბას უნივერსიტეტის ორგანიზებით,  გაიმართა საინფორმაციო დღე თბილისში, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა საშუალება მიეღო დეტალური ინფორმაცია ამ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამების, სტიპენდიებისა და სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ. საინფორმაციო დღე გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.
საინფორმაციო დღეზე, ტურიბას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს ლატვიაში არსებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, ტურიბას უნივერსიტეტის, ERASMUS-ის და ლატვიის მთავრობის სტიპენდიებზე და იმ სტაჟირების შესაძლებლობებზე, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ლატვიასა და სხვა ევროპის ქვეყნებში.
საინფორმაციო დღე წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო დეტალური ინფორმაცია პირადად უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან. ღონისძიების დასასრულს, უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველებს, ჰქონდათ საშუალება დაეწერათ უნივერსიტეტის ინგლისური ენის ტესტი.
 
ტურიბას უნივერსიტეტის საინფორმაციო დღის ფოტო გალერეა: