> სწავლა საზღვარგარეთ > Eötvös Loránd University (ELTE)
Eötvös Loránd University (ELTE), რომელიც მუდმივად მუშაობს 1635 წლიდან,— სტუდენტთა და თანამშრომელთა რიცხვით, განათლებისა და კვლევის ხარისხით და თავისი საერთაშორისო ურთიერთობებით, არის ყველაზე პრესტიჟული უმაღლესის სასწავლებელი დაწესებულება უნგრეთში.
უნგრეთში ყველაზე მაღალრეიტინგიანი კვლევითი უნივერსიტეტის როლში, ეტვოშ ლორანის უნივერსიტეტი ყველაზე პოპულარულია აბიტურიენტებს შორის და არის 5 ნობელის პრემიის ლაურეატისა და არა ერთი წამყვანი ფიგურის ტექნოლოგიაში, სსაჯარო პოლიტიკაში და კულტურაში უნგრეთში, ალმა მატერი.
ამ ეტაპზე, ცხრა ფაქუტეტის და ინდივიდუალური ინსტიტუტის ფარგლებში, უნივერსიტეტში სწავლობს თითქმის 36 ათასი სტუდენტი, მათგან 4600 სტუდენტი ასი სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოსული. ELTE ს გააჩნია ფართოდ გაშლილი საერთაშორისო კავშირები, ის არის წევრი 450ზე მეტი ორმხრივი ხელშეკრულებისა თანამშრომლობაზა და გაცვლითი პროგრამების თაობაზე. უნივერსიტეტი აქტიური მონაწილეა საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქსელების და ჩართულია საერთო ხარისხის პროგრამებში.
უნივერიტეტის ცხრა ფაკულტეტისა და ინივიდუალური ინსტიტუტის სწავლის სფეროები და კვლევის არეალია ბიზნეს ეკონომიკა, განათლება და ფსიქოლოგია, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინფორმატიკა, სამართალი, დაწყებითი და სკოლამდელი განათლება, მეცნიერება, სოციალური მეცნიერება და სპეციალური განათლება.
ELTE გთავაზობთ უნგრეთში განათლების პროგრამათა ყველაზე ფართო არჩევანს:
- 75ზე მეტი საბაკალავრო პროგრამა,
- 120ზე მეტი სამაგისტრო პროგრამა,
- 295 განუყოფელი პედაგოგიური ტრენინგების დიდი კავშირები,
- 100ზე მეტი ხარისხის პროგრამა უცხოელი სტუდენტებისთვის უცხო ენებზე,
- 17 სადოქტორო სკოლა და 128 სადოქტორო პროგრამა.
Eötvös Loránd University-ში სწავლა ნიშნავს უმაღლესი ხარისხის განათლებას უნგრეთის წამყვან კვლევით უნივერსიტეტში.
ხარისხების პროგრამები აკრედიტირებულია უნგრეთის აკრედიტაციის კომისიის მიერ. უნგრეთის უნივერსიტეტთა შორის ELTE-დან გამოშვებულია უნგრეთის მეცნიერებათა აკადემისს ყველაზე ბევრი წევრი, რაც ჭეშმარიტად აჩენს აკადემიურ ატმოსფეროს. აქტიური სტუდენტური საზოგადოებები კი ნამდვილად შემოგთავაზებენ თქვენს საუუკეთესო ადგილს და მრავალ მეგობარს როგორც უნივერსიტეტში, ისევე უნგრეთში.