Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, study abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (EHU)
 
ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი (EHU)

EHU -ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი-რომელიც მდებარეობს ვილნიუსშში არის უნიკალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. უნივერსიტეტის ევროპის ფარგლებში მდებარეობა მის სტრატეგიულ მნიშვნელობას დიდწილად ზრდის. უნივერსიტეტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. სწავლა უნივერსიტეტში ეფუძნება თანამედროვე განათლების მეთოდების გამოყენებას.

უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ორი კეთილმოწყობილი კამპუსი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე აუდიტორიებს და შემოქმედებით სივრცეებს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულ სტუდენტურ დედაქალაქში.

მისი დაარსება უკავშირდება ბელორუსიისა და აღმოსავლეთ ევროპის ფართო რეგიონის სტუდენტების მომსახურებას.
EHU აერთიანებს მრავალფეროვან და აქტიურ აკადემიურ საზოგადოებას.

სტუდენტები იღებენ სრულად აკრედიტებულ ევროკავშირის დიპლომს, რაც მათ კარს უხსნის პროფესიულ და აკადემიურ შესაძლებლობებს მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

ბაკალავრიატის სწავლა იწყება რუსულ ენაზე, ინგლისური ენის ინტენსიური სწავლებით. მაგისტრატურა ტარდება ინგლისურ ენაზე.

EHU-ს აკადემიური სტრუქტურა მოიცავს თანამედროვე პროგრამებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. აქ სტუდენტები აღიჭურვებიან IT, ციფრული ტექნოლოგიებისა და მონაცემებზე დაფუძნებული კვლევის ძირითადი უნარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული საზოგადოების ფორმირებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ მოწინავე განათლებას მეწარმეობის, მენეჯმენტისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების სფეროში, ევროპული აკადემიური სტანდარტების დონის პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად.

EHU-ს ერთ-ერთი მთავარი ელემენტია მისი ინტერნაციონალიზაცია და Erasmus+ მობილობის პროგრამაში აქტიური მონაწილეობა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ, ან გაიარონ სტაჟირება საზღვარგარეთ- ევროკავშირის წამყვან უნივერსიტეტებში. გაცვლითი პროგრამები ამდიდრებს სტუდენტების აკადემიურ გამოცდილებას, აფართოებს მათ კულტურათშორის კომპეტენციას და EHU-ს სტუდენტების ევროპულ იდენტობის აღქმას.

უნივერსიტეტის მრავალენოვანი სასწავლო გეგმა, მცირე ჯგუფებში სწავლება და ინდივიდუალური აკადემიური კონსულტაცია უზრუნველყოფს სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელიც მორგებულია მათ საჭიროებებსა და მისწრაფებებზე. ცოცხალი სტუდენტური ცხოვრება, კულტურათაშორისი დიალოგი და წარმატებულ კურსდამთავრებულთა ქსელი EHU-ს უნიკალურ აკადემიურ და სამოქალაქო პლატფორმად აქცევს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.

EHU პროგრამები:

ბაკალავრის ხარისხი

  • პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები
  • სამართალი
  • მედია და კომუნიკაციები
  • ევროპული მემკვიდრეობა და კრეატიული ტურიზმი
  • თეატრი და სამსახიობო ხელოვნება
  • ვიზუალური დიზაინი
  • თამაშების შექმნა
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • ბიზნეს ეკონომიკა

მაგისტრის ხარისხი

  • კონცეპტუალური დიზაინი და თანამედროვე ხელოვნება
  • კულტურული მემკვიდრეობის განვითარება
  • გენდერული კვლევები
  • საერთაშორისო კომერციული სამართალი (LL.M.)
  • საერთაშორისო სამართალი და უსაფრთხოების კვლევები
  • საჯარო პოლიტიკა და პოლიტიკური კომუნიკაცია
    ბიზნეს მენეჯმენტი

დოქტორის ხარისხი (PhD)

  • ფილოსოფია

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: 17 Savičiaus Str., 01127 Vilnius, Lithuania
ტელ: +370 (644) 96 317
ელ-ფოსტა: consult@ehu.lt

https://en.ehuniversity.lt/
https://www.instagram.com/ehuniversity_official/
https://www.tiktok.com/@ehu.flex
https://www.facebook.com/EHUinVilnius
https://www.linkedin.com/school/european-humanities-university/
https://www.youtube.com/EhuCampaigner