Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, study abroud Macquarie University – Edu-Guide.Ge – შენი განათლების გზამკვლევი !

> სწავლა საზღვარგარეთ > Macquarie University
 
Macquarie University

Macquarie მასპინძლობს 44000 სტუდენტსა და 3000 თანამშრომელს, ყოველწლიურად ათ ათასზე მეტი სტუდენტი იღებს ხარისხს.
ჩვენი მთავარი კამპუსი, Wallumattagal, რომელიც Macquarie-ის პარკში მდებარეობს, მოიცავს მრავალი მილიარდი დოლარის ღირებულები ინფრასტრუქტურას, რომელიც მიმართულია სხარტი სწავლების საშუალების მიცემაზე.  სტუდენტები, თანამშრომლები და პარტნიორების სარგებლობენ ავსტრალიის ყველაზე მაღალტექნოლოგიური ბიბლიოთეკით, ავსტრალიის პირველი და ერთადერთი არამოგებაზე ორიენტირებული საავადმყოფოთი კამპუსის ტერიტორიაზე, ჩვენი ლოკაციით მაქქუორის პარკის ინოვაციების არეაში, რომელიც გახლავთ სამხრეთ ნახევარსფეროში ყველაზე დიდი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ჰაბი.

ჩვენი საზოგადოება მოიცავს

  • 44 ათასზე მეტ სტუდენტს ასზე მეტი ქვეყნიდან.
  • 206 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს ას ორმოცზე მეტი ქვეყნიდან.
  • წელიწადში ათი ათას მინიჭებულ ხარისხს.
  • სტუდენტური გაცვლითი პროგრამებისათვის 150ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტს 45ზე მეტ ქვეყანაში.

40000-ზე მეტ დასაქმებულს ან თემში განვითარებულ პირსა და გამოცდილებას PACE-ს პარტნიორობის მეშვეობით.

Wallumattagal კამპუსი:

  • სახელს ატარებს ამ მიწის ტრადიციული მცველების, დჰარუგების ერის უალუმათაგალების საპატივსაცემოდ.
  • მდებარეობს მაქუორის პარკის ინოვაციების არეის (მპია) შუაგულში
  • კამპუსში ან მაქუორის პარკის ინოვაციების არეაში სამასზე მეტი საერთაშორისო კომპანიაა წარმოდგენილი.
  • კამპუსი მდებარეობს ტყე-პარკის მშვენიერ 126 ჰექტარ ფართობზე.
  • სიდნეის ცენტრალური ბიზნეს უბნიდან სულ რაღაც ხუთი კილომეტრითაა დაშორებული.
  • ბოლო წლებში ინფრასტრუქტურასა და შენობებში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციააა ჩადებული.
  • ავსტრალიის პირველი სრულად ინტეგრირებული ჯანდაცვის ცენტრი კამპუსის კლინიკაში.
  • ერთადერთი უნივერსიტეტი ავსტრალიაში, რომელსაც საკუთარი მეტროს სადგური აქვს.

    ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტთა რიცხვში შევდივართ!

    Macquarie ავსტრალიის უნივერსიტეთა შორის მეათე, ხოლო მსოფლიოში  ასოცდა მეათე ადგილს იკავებს (მსოფლიო უნივერსიტეტთა რეიტინგი, 2024)

    სამაგისტრო პროგრამების რეიტინგით ავსტრალიაში მესამე, ხოლო მსოფლიოში მეეასე ადგილი უჭირავს.

    ERAს მიერ უნივერსიტეტის კვლევითი სამუშაო 100 პროცენტზეა შეფასებული, მსოფლიო სტანდარტზე მაღლა დგას.

    თაიმზის უმაღლესი განათლების გავლენის რეიტინგის მიხედვით, მაქუორის უნივერსიტეტს პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში წყალქვეშა ცხოვრებისთვის, მეოთხე – წყლის სისუფთავისთვის და გაწმენდისთვის, შედის ტოპ ოცეულში ხუთი კატეგორიით და, საერთო ჯამში, ოცდამეცხრამეტე ადგილს იკავებს.

    2022 წლის ბიზნესის მაგისტრატურის რეიტინგით მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამას ავსტრალიაში პირველი, ხოლო მსოფლიოში მეცხრამეტე ადგილი უკავია.

    ფინანსთა სამაგისტრო პროგრამა ავსტრალიაში პირველზე, ხოლო მსოლფიოში ოცდამეთორმეტე ადგილზეა, 2022 წლის ბიზნესის მაგისტრატურის რეიტინგის მიხედვით.

    2022 წლის ბიზნესის მაგისტრატურის რეიტინგის მიხედვით მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა ავსტრალიაში მეორე, ხოლო მსოფლიოში ორმოცდამეექვსე ადგილას გავიდა.

    2023 წლის ავსტრალიის კვლევითი ჟურნალის მიხედვით, უნივერსიტეტი წამყვანია 11 დისციპლინაში ავსტრალიის მასშტაბით.

    ჩვენს ოთხ დიდ ფაკულტეტში მშვენიერება სუფევს!
    ხელოვნების ფაკულტეტი
    მაქქუორის ბიზნეს სკოლა
    მედიცინის, ჯანმრთეელობისა და ადამიანური მეცნიერებების ფაკულტეტი
    მეცნიერებისა და ინჟინრობის ფაკულტეტი

    ამ ოთხი ფაკულტეტის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ 350 პროგრამაზე მეეტი სწავლის თითოეული აკადემიური საფეხურისთვის.სტიპენდიების ფართო არჩევნის გათვალისწინებით, თქვენ ნამდვილად გააკეთებთ საკუთარი მომავლისთვის სწორ არჩევანს, მაქქუორის უნივერსიტეტის სწავლების შემთხვევაში.