Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > European University Viadrina
 
European University Viadrina

თარიღი: 13.11.2021

დრო: 12:00-16:00

იმისთვის, რომ შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს გადადით ქვევით მოცემულ ბმულზე:

https://us02web.zoom.us/j/83122378685?pwd=Q09yZlcxREQvN3NuSU44Qm5mRDBVQT09

Meeting ID: 831 2237 8685

Passcode: 794381

 

30 წელზე მეტია ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი, მდებარე ტყუპ ქალაქებში ფრანკფურტსა (ოდენი)/გერმანია და სლუბიცეში/პოლონეთი, წარმოადგენს ადგილს სადაც ევროპის იდეა ყველაზე ცოცხლად გვევლინება. აკადემია და სტუდენტები ერთად მუშაობენ ევროპის მომავლისთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე. ვიადრინა ერთგულია მულტიდისციპლინური მიდგომისადმი, როგორც კვლევაში ასევე მის ხარისხის პროგრამებში – განსაკუთრებით ბიზნეს ადმინისტრირებისა და ეკონომიკის, სოციალური და კულტურული მეცნიერების, სამართლისა და ციფრული მეწარმოების დარგში.

საერთაშორისოობა არის ვიადრინას სასიცოცხლო სისხლი და უნივერსიტეტი აღწევს ევროპის რეგიონს მიღმა. 6500-ზე მეტი სტუდენტი 100-ზე მეტი ქვეყნიდან მოდის აქ სასწავლებლად. ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში სხვადასხვა პერსპექტივების დაფასება წარმოადგენს მთავარ მამოძრავებელს. შესაბამისად ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს მხარდაჭერის ფართო შესაძლებლობას (მაგალითად მხარდაჭერა ჩამოსვლის პერიოდში, სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები წარმატებული სწავლისთვის და სამუშაო ბაზარზე შესვლისთვის, და სხვა).

ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტი არ იღებს სწავლის გადასახადს და სთავაზობს გარკვეულ სტიპენდიებს (მაგალითად სამოტივაციო სტიპენდიები, მოსწრების სტიპენდიები, სოციალური სტიპენდიები).

ვიდეო: Europa-Universität Viadrina – YouTube